საქართველოს აქვს სტრატეგიული, მეგობრული პარტნიორობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან, საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული, მიუკერძოებელი პოზიცია სამივე ქვეყნის ინტერესშია - ირაკლი ღარიბაშვილი

10 ნოემბერი 2023, 18:57 410 ნახვა

საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, სტრატეგიული პარტნიორობა და ასევე, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მოძმე სომხეთთან, საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული, 100 %-ით ნეიტრალური ვართ და ვერცერთ მხარეზე ვერ დავდგებით ამ სიტუაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. 

„საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ისევე, როგორც ჩვენს მოძმე სომხეთთან. საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული. 100% ნეიტრალურები ვართ და ჩვენ ვერცერთ მხარეზე ვერ დავდგებით ამ სიტუაციაში. ჩემი მეგობარი ნიკოლ ფაშინიანი ამ პოზიციას საკმაოდ კარგად იცნობს, იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს მეგობარ ილჰამ ალიევზე. ეს კითხვები უნდა დაუსვათ პრემიერ ფაშინიანს და პრეზიდენტ ალიევს. ჩვენი დამცავი მექანიზმები ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებელი პოზიციაა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში, რაც სამივე ქვეყნის ინტერესშია. ჩვენ ძალზედ ნაყოფიერი შეხვედრა ჩავატარეთ გასულ თვეს, როდესაც ვმასპინძლობდით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს და ჩემი მეგობარი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე, პრეზიდენტი ალიევიც დაესწრო ფორუმს. ჩვენ გვქონდა საშუალება დავმსხდარიყავით და გველაპარაკა ჩვენს რეგიონზე, მომავალ თანამშრომლობაზე, როგორ დაგვეძლია ყველა ბარიერი, სირთულეები, რომელიც აღწერა პრემიერმა ფაშინიანმა. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს აღნიშნული ნეიტრალური პოზიცია“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი