საქართველო, ისტორიულად, ევროპული ღირებულებების მატარებელია და მჯერა, სულ მალე გახდება, ამ დიდი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი - დავით გაბაიძე

08 ნოემბერი 2023, 17:07 749 ნახვა

გილოცავთ! ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. ვულოცავ ქართველ ხალხს, ევროპულ გზაზე, კიდევ ერთ გამარჯვებას. საქართველო, ისტორიულად, ევროპული ღირებულებების მატარებელია და მჯერა, სულ მალე გახდება, ამ დიდი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარემ, დავით გაბაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის დადებითი შეფასება საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველ ხალხთან ერთად, ღირსეულად დაიმსახურა.

„ეს არის დიდი შრომის შედეგი, რომელიც ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში გასწია საქართველოს ხელისუფლებამ. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პირობებში მოხერხდა რეალური ნაბიჯების გადადგმა ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად. მჯერა, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, შევძლებთ მივაღწიოთ საქართველოს ისტორიულ მიზანს და უახლოეს მომავალში გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“ - აღნიშნა დავით გაბაიძემ და მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.

ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში