რუსეთი და ჩინეთი სამხედრო ბლოკს არ ქმნიან. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მოსკოვში ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ზოგიერთი დასავლური აგრესიული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩვენ სამხედრო ბლოკს არ ვქმნით. რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები არის სტრატეგიული ურთიერთქმედების მაგალითი, რაც ნდობასა და პატივისცემაზე არის დაფუძნებული“, – განაცხადა შოიგუმ.