აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა იგივეს გააკეთებს და შეწყვეტს რუსეთისგან ნავთობის შეძენას. დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ ეს მიმართვა ნატო-ს ყველა ქვეყანას და მსოფლიოს გაუგზავნა.
ტრამპი ალიანსის წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდებს ჩინეთს დაუწესონ 50-დან 100%-მდე ტარიფები ომის დასრულებამდე, რადგან მისი შეფასებით, ჩინეთს რუსეთზე დიდი კონტროლი და გავლენა აქვს. ტრამპი აღნიშნავს, რომ თუ ალიანსის წევრები ისე იმოქმედებენ, როგორც თავად ამბობს, უკრაინაში ომი სწრაფად დასრულდება.