საერთაშორისო გამოხმაურებები

07 ნოემბერი 2023, 15:08 585 ნახვა

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთის დაკავებას. ჩვენ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს. მან რუსეთის სამხედროების  ყოფნას  საქართველოს ოკუპირებულ  რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო უწოდა.

„რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება.“, - ფაქტს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი კი აცხადებს, რომ აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას. 

დამწუხრებული ვარ რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ განხორციელებული სასიკვდილო სროლით - ასე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი კირბალში მომხდარს.  მკვლელობას ეხმაურება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩიც.  „შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“ – წერს მარკ კლეიტონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში