ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტი

07 ნოემბერი 2023, 10:50 460 ნახვა

სოფელ კირბალთან მომხდარი თბილისში მყოფი ევროპელი დიპლომატების დღევანდელი ოფიციალური შეხვედრების მთავარი საკითხი. აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაცია პარლამენტში მართავს შეხვედრას. ისინი შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი იყო კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზეც. განაცხადეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ დასრულდეს ოკუპაცია.

დელეგაცია საპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდა. მათი თქმით, მთავარი საკითხი კირბში მომხდარი იყო, ასევე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ევროკავშირში საქართველოს სწრაფვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი