დაპირისპირება გრძელდება ლევან ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას შორის. ორი ყური და ორი თვალი მაქვს, მოვისმინე და ვუყურე სამი წუთის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ისე გავიგე, როგორც თქვა და თქვა ნიკა მელიაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის დაზიანების შესაძლებლობას არავის მისცემს.