ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინშია უკრაინაც. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ ევროკავშირისკენ გზაზე შესანიშნავ შედეგს მიაღწია. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
აღნიშნა, რომ დიდი პროგრესი შრომისმოყვარეობის შედეგია. თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ ითხოვს დათმობებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ევროკომისიის მიერ კიევისთვის მიცემულ ყველა რეკომენდაციას ასრულებს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ემზადება ლობირების შესახებ კანონის მისაღებად, რომელიც გამჭვირვალობას შემატებს პოლიტიკურ პროცესებს.