თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო 28 დღეა ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასტანაში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ თურქეთი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებისთვის უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე მუშაობს.
დაამატა, რომ არ არსებობს კონცეფცია, რომელიც გაამართლებს ან ახსნის იმ სისასტიკეს, რომელიც ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ ხდება.