2023 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 311 ადამიანი ემსხვერპლა - საქსტატი

03 ნოემბერი 2023, 11:51 777 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 311 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში სულ ქვეყანაში 4 076 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 114 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 5 352 ადამიანი.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში 8 081 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 37 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 149 ადამიანმა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 294 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი