რიკოთის გვირაბი, სამტრედია-გრიგოლეთის გზა, პრობლემები წყალმომარაგების სისტემაში, საცობები დიდ ქალაქებში, ბათუმის შემოვლითი გზა, ხულო -ახალციხის გზა,- ეს და სხვა გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ინფრასტრუქტურის მინისტრი დეპუტატების კითხვებს ერთ საათზე მეტხანს ისმენდა, ამ წუთებში კი ირაკლი ქარსელაძე დეპუტატებს პასუხობს. მინისტრის ანგარიშმა ოპოზიციის კრიტიკა, მმართველი გუნდისგან კი მადლობები დაიმსახურა.