ხმაური საკანონმდებლო ორგანოში - ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ და გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ირაკლი ბერაიას გადადგომას ითხოვენ. თუმცა ''ქართული ოცნება'' ბერაიას გადაყენებას არ აპირებს, ეს დღეს გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს.
ამბობენ, რომ ოპოზიცია ბერაიას მოხდილი ბოდიშით უნდა დაკმაყოფილდეს.