რატი ბრეგაძე: „როცა ექიმების რეკომენდაცია იქნება, სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება“

01 ნოემბერი 2023, 14:15 544 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ვიზუალის მიხედვით, არამედ ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. როგორც კი იქნება რეკომენდაცია, ის დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ის არის მსჯავრდებული პატიმარი, მათ შორის კლინიკა „ვივამედშიც“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხებოდა სახალხო დამცველის კონსილიუმის განცხადებას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის დინამიკა დადებითია, რატი ბრეგაძის თქმით, ამ თემაზე მისგან რაიმე კომენტარს შესაძლოა მანიპულაციები მოჰყვეს, ამიტომ თავს შეიკავებს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი