საქართველოს ეროვნული ჩემპონატი ფეხბურთში

29 ოქტომბერი 2023, 10:01 523 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურში ქობულეთის „შუქურა“ „თელავს“ ესტუმრა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში დავით მუჯირის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

მეორე შეხვედრაში გორის „დილამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 3:0 მოუგო. გოლები ონორე გომისმა, ჟან ვიქტორმა და ნიკა გაგნიძემ გაიტანეს.

დღეს 31-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება. „სამგურალი თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, ქუთაისის „ტორპედო“ კი გასვლაზე „გაგრას“ ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატს 67 ქულით ბათუმის „დინამო“ ლიდერობს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი