„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონტენეგროს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. მთვარობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა გაღრმავების მნიშვნელობაზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფორუმის” მნიშვნელობაზე; აღინიშნა, რომ დისკუსიები სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის მყარ ნიადაგს შექმნის - განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხებიც.