აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი

26 ოქტომბერი 2023, 15:04 595 ნახვა

მშვიდობა და უსაფრთხოება – ეს იყო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” პირველი სესიის მთავარი გზავნილი, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენერგოს პრემიერ-მინისტრები. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანას აქვს არაერთი მიღწევა მათ შრის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. მან სიტყვით გამოსვლის დროს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს "სამართლიანი". მისივე განცხადებით, ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. აღნიშნა, რომ საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე, აღიარებს თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა.

ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე და თქვა, რომ მთავრობა მუშაობს შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. პრემიერ-მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი იქნება თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საქმეშიც. ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის ახალი ინიციატივა წარადგინა რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - „მშვიდობის გზაჯვარედინი“.

აზერბაიჯანის პრემიერმა კი აღნიშნა, რომ აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი.

აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობს ერთობლივი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეოთხედ იმართება და ის ორდღიანია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი