უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 78 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

26 ოქტომბერი 2023, 09:56 545 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 78 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსი დამპყრობლები არ თმობენ უკრაინის აღმოსავლეთით წინსვლის მცდელობებს.  კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის, მარინსკის, შახტარსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს დამპყრობლების ათობით შეტევა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა 78 სამხედრო შეტაკება. მთლიანობაში მტერმა განახორციელა 50 საჰაერო დარტყმა, 49 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე“- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ​სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებში რუსები ინარჩუნებენ სამხედრო ყოფნას სასაზღვრო რაიონებში, ახორციელებენ აქტიურ დივერსიულ აქტივობებს, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის ჯარების გადაყვანა საშიშ მიმართულებებზე.

მათივე განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 7 დარტყმა განახორციელეს იმ ადგილებში, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა იყო კონცენტრირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში