მიხეილ სარჯველაძე, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შედეგები მოისმინა. ჯანდაცვის მინისტრმა, განსაკუთრებული ყურადღება რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაძლებლობებზე გაამახვილა.
მისივე განცხადებით, კლინიკა რეგიონის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ცენტრს წარმოადგენს, რომელიც მოქალაქეებს ხარისხიან და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს.