საზეიმო ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში

13 სექტემბერი 2025, 11:52 118 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პირველკურსელებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა, კურსდამთავრებულებს კი პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

მთავრობის წევრებმა  ბათუმის საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ აკადემიაში საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული სწავლებაა დანერგილი, რაც სტუდენტების შემდგომ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი