ყველა ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნებას ისახავს მიზნად - ირაკლი ღარიბაშვილი

25 ოქტომბერი 2023, 20:31 554 ნახვა

ყველა ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნებას ისახავს მიზნად, იქ, სადაც ეკუთვნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქართველების თითქმის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას

„მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და ვისაუბრო საქართველოს წინსვლაზე ევროინტეგრაციის გზაზე. მნიშვნელოვანი მიღწევები არსებობს ჩემი მთავრობის ძალისხმევით, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს ყველაფერი ადასტურებს ჩვენს წინსვლას. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენ ურთიერთობაში. ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქართველების თითქმის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. რაც მთავარია, ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. საგულდაგულოდ ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში და გულდასმით გავითვალისწინეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული ყველა წინადადება. შევინარჩუნეთ და მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი