აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც საქართველოსთვის მორიგ მხარდაჭერაზეა საუბარი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავრი ამოცანის შესასრულებლად - ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ევროპასთან მეტი ინტეგრაციაა საჭირო. ოპოზიცია კი, დოკუმენტის შეფასებისას, ''ქართული ოცნების'' არასწორ ნაბიჯებზე საუბრობს, ამბობენ, რომ, დასავლეთი და ევროპა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროინტეგრაციიისთვის, რასაც ხელს ხელისუფლება უშლის.
ცნობისთვის, ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამიტი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას.
„ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება," - აღნიშნულია განცხადებაში.