ვითარება ისრაელში

21 ოქტომბერი 2023, 11:03 572 ნახვა

„ჰამასმა“ ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. დედა-შვილი ჯუდიტ რაანანი და ნატალი ისრაელის თავდაცვის წარმომადგენლებთან იმყოფებიან. შეერთებული შტატები მძევლების გათავისუფლებას გამოეხმაურა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით 10 ამერიკელი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება და მუშაობა მათი გათავისუფლებისთვის გრძელდება.

ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებულებსა და შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარიც გაიმართა. დღეს გაიხსნება რაფა-ჰის სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს.

პარალელურად ისრაელის თავდაცვის ცნობით, ღამით ღაზის სექტორში „ჰამასის“ რამდენიმე ობიექტი დაბომბეს, სამიზნეს სამეთაურო ცენტრები და ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილი ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. ასევე, ჰამასის თავდასხმის შედეგად მოკლული 758 მშვიდობიანი ცხედარი იდენტიფიცირებულია და მათგან 655 ოჯახებში, დასაკრძალად გადაასვენეს. 

თავის მხრივ ისრაელმა თავის მოქალაქეებს ეგვიპტისა და იორდანიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ ქვეყნებში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი