იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი

21 ოქტომბერი 2023, 10:50 548 ნახვა

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:  სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;  სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს. საგრანტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ არაკომერციულ იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად.

განაცხადების მიღება 20 ოქტომბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა  1-ელი დეკემბერია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი