ვაშინგტონში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს ელოდებიან. ჯო ბაიდენი ურსულა ფონ დერ ლაიენთან და შარლ მიშელთან შეხვედრას გამართავს.
ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირი აშშ-ის 27-ე სამიტს დაესწრება, რომელზეც ტრანსატლანტიკური პარტნიორობისა და ამ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროების განხილვა იქნება შესაძლებელი.
უცხოური მედიის ცნობით, სამიტის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ისრაელის ომი იქნება.