„აჭარელი მოხუცები“ - ასე ჰქვია ფესტივალ „პირველი ავტოგრაფი“-ს, 2022 წლის საუკეთესო სპექტაკლს, რომელსაც ხულოს, სოფელ ხიხაძირის სასკოლო თეატრალური დასი ბათუმის შემდეგ უკვე თბილისში ითამაშებს.სერგო ჯაიანის სახელობის სკოლის მოსწავლეები დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ. მოზარდები მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოხუცების პრობლემებს ამჯერად ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მაყურებელს გააცნობენ. სეპქტაკლის ჩვენება თბილისის „მცირე სცენაზე“ 20 ოქტომბერს 19 საათზე გაიმართება. სპექტაკლი „აჭარელი მოხუცები“ საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფისთვის“ შეიქმნა. პიესის ავტორები, რეჟისორები და მსახიობები თავად მოსწავლეები არიან. ფესტივალი აჭარის განათლების სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება 2021 წლიდან იმართება. ფესტივალის დამფუძნებელი შემოქმედებითი ორგანიზაცია „ არტ პორტალია“ .