"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის და წევრების კეზერაშვილთან განხორციელებულ ვიზიტს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება.
“ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნეს გავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა'' – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
როგორც აღნიშნავს, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა.
„უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ს მენეჯმენტის შეხვედრის შესახებ; მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, ის ოლიგარქიული მართვის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. თუ რამეა პოლიტიკაში რუსული, არის სწორედ ეს… - წერს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე.