"პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების" პროგრამის ფარგლებში, კოლეჯ "ახალ ტალღაში’’ კონდიტერიის მიმართულებით მასტერკლასი ჩატარდა. სწავლებაში ,,ბლექსის’’ და ,,ახალი ტალღის’’ ის პედაგოგები მონაწილეობდნენ, რომლებმაც კვალიფიკაცია გერმანიაში აიმაღლეს.
რავენსბურგის კოლეჯში პროფესიული განათლების პედაგოგები 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი კონდიტერიის, ცხობის და გამყიდველის პროგრამებს, დუალური სწავლების მეთოდებს გაეცნენ.
პროექტი, გიზ-ის მხარდაჭერით და აჭარის განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროს ,,პროფესიული განათლების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.