ევროპის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო.ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.მათი ინფორმაციით, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ევროპის მოედნის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტი შადრევნის რეაბილიტაციას,ახალი გარეგანათებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას, დეკორატიული ფილების, ბორდიურებისა და მოაჯირების მონტაჟს ითვალისწინებს.რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული სივრცეები, სარწყავი სისტემა, განთავსდება საპარკო ინვენტარი და დაირგვება მწვანე ნარგავები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება,რისთვისაც მილიონ 320 ათას ლარამდე დაიხარჯება