„ჰამასის“ ლიდერის განცხადებით, პალესტინელები ღაზას, ან დასავლეთ სანაპიროს არ დატოვებენ და ეგვიპტეში არ გადავლენ. სხვა არაბული ქვეყნების მსგავსად, ეგვიპტე აცხადებს, რომ პალესტინელები თავიანთ მიწებზე უნდა დარჩნენ და რომ ის მუშაობს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ღაზა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, ადგილზე დარჩენილი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ საკვებისა და სასმელი წყლის პრობლემა აქვთ, ასევე ადგილზე დარჩენა უკვე უსაფრთხო აღარ არის, რადგან გასული დღე ღამის განმავლობაში ისრაელმა სექტორში კიდევ 100-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
თავის მხრივ ისრაელის თავდაცვის განცხადებით, ჰამასი ჩრდილოეთ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს აფერხებს.