შოთა ფარტენაძე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია

14 ოქტომბერი 2023, 23:18 820 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ორ წონაში რეიტინგის ლიდერი ქართველია. შოთა ფარტენაძე (61 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ)  თავიანთი წონების  პირველი ნომრები არიან.

წონის მეორე  ნომრები არიან: მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) -მაისურაძე მხოლოდ მონღოლ განბაატარს ჩამორჩება, პეტრიაშვილი ირანელ ზარეს. 

57 კგ-ში მეათეა რობერტ დინგაშვილი;

65 კგ-ში წონის მეშვიდე ნომერია ედემ ბოლქვაძე;

70 კგ-ში მეშვიდეა გიორგი ელბაქიძე'

79 კგ-ში მეცხრე ნომრადაა ავთანდი კენჭაძე;

86 კგ-ში მეშვიდეა ტარიელ გაფრინდაშვილი და 97 კგ-ში მეოთხეა გივი მაჭარაშვილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი