ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა - კვლევის პრეზენტაცია

13 ოქტომბერი 2023, 14:01 545 ნახვა

„ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა“ - კვლევა ორგანიზაცია საფარმა წარადგინა. კვლევის ავტორების თქმით, ქალების 25 % ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი.

ყოველი მეორე ქალი ვერ აცნობიერებს ეკონომიკური ძალადობის სხავადსხვა ფორმებს. ხოლო რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები უფრო მეტად განიცდიან ეკონომიკურ ძალადობას - აღნიშნულია საფარის კვლევაში, რომელიც აჭარასა და კახეთში ჩატარდა.

ორგანიზატორების განცხადებით, კვლევის მიზანი რეგიონში მცხოვრები ქალების მიმართ მათი პარტნიორის ან მეუღლის  მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ძალადობისა და ამ ძალადობასთან მიმართებაში ქალების გამოცდილებისა და მდგომარეობის შესწავლა იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი