ისრაელსა და ღაზაში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

13 ოქტომბერი 2023, 11:38 583 ნახვა

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით ღაზა თითქმის მიწასთან არის გასწორებული, კვლავ გრძელდება იერიშები.

როგორც დაჯგუფება „ჰამასი“ იუწყება ისრაელს მძიმე პარასკევი ექნება, რის გამოც ისრაელის ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ბოლო მონაცემებით თავდასხმებს ისრაელში 1 300-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, ღაზაში კი 1500-ზე მეტი.

გაერო-ს ცნობით, ღაზა კატასტროფის წინაშეა, რადგან იქ წყლისა და საკვების მარაგი იწურება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, განცხადებით ეს ბრძოლა „ჰამასის“ განადგურებით დასრულდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი