ბოლო ათ წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია - ირაკლი ღარიბაშვილი

10 ოქტომბერი 2023, 15:16 579 ნახვა

ბოლო ათ წელიწადში საქართველოში სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით,  ბოლო სამ წელიწადში საკმაოდ შემცირდა სიღარიბე და უმუშევრობა.

„სიღარიბე და უმუშევრობა დღეს ისტორიულ მინიმუმზეა. 2012 წელს თუ გავიხსენებთ, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 30 პროცენტი იყო, უმუშევრობა იყო 27 პროცენტზე მეტი, დღეს კი, უმუშევრობის დონე დაახლოებით 17 პროცენტია, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი – 15 პროცენტზე. სიღარიბე ბოლო ათ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი