ბათუმი „ღვინის დღეებს“ მასპინძლობს

07 ოქტომბერი 2023, 17:26 591 ნახვა

ბათუმი “ღვინის დღეებს“ მასპინძლობს. ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე პავილიონები და სცენა მოეწყო. ორგანიზატორების განცხადებით, საგამოფენო სივრცეში 30-მდე მეღვინისა და მეწარმის ღვინოა წარმოდგენილი, რომლის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა დღის ბოლომდე გაგრძელდება.

საფესტივალო პროგრამაშია ტრადიციული კერძების მომზადებისა და ასევე, ჩურჩხლის ამოვლებისა და პურის ცხობის მასტერკლასები.

“ღვინის დღეები“ გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ცნობილი ქართველი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტი 19 საათზე დაიწყება.

“ღვინის დღეები“ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს მეორედ ტარდება.     

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი