საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და მეცენატის გურამ ჩიგოგიძის მემორიალური დაფა გაიხსნა ბათუმში, ვაჟა–ფშაველას N7-ში. გურამ ჩიგოგიძე ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო.
რეგიონში განხორციელებული მასშტაბური პროექტები მისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდს უკავშირდება. მას საბჭოთა რეჟიმის დროს ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის.