საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრი ევროპელ კოლეგებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ამბობს, რომ ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დასტური, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრია, რომელიც მომავალ კვირაში საქართველოში ვიზიტს გეგმავს, სადაც უნგრეთ-საქართველოს მთავრობების შეხვედრა გაიმართება.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იყო მოწოდებები, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად ქვეყანაში რჩება გამოწვევები და რეფორმების შესასრულებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.