რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაშავებულები

06 ოქტომბერი 2023, 10:09 609 ნახვა

რუსულმა ძალებმა, დღეს დილით ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელ, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 11 თვის ბავშვი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქის და ქალაქ ხარკოვის მცხოვრებთ თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, ხარკოვში პირველი აფეთქება საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში მდებარე კაფე-მაღაზიაზე. დაიღუპა, სულ მცირე, 51 ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 37  საბრძოლო შეტაკება მოხდა. 

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 3 სარაკეტო და 65 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 50-ჯერ გაუხსნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი