ქობულეთში, ბეჟანიძეების გამოსახლების პროცესი დაიწყო, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
ასევე ბეჟანიძეების მხარდასაჭერად, ოჯახის ახლობლები, პოლიტიკოსები და უფლებადამცველები. ოჯახის მეპატრონემ ცოტა ხნის წინ, პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართა და თავის დაწვის, მოგვიანებით კი აივნიდან გადახტომის მცდელობა ჰქონდა. ოჯახის ახლობლებს გადაკეტილი აქვთ სახლის შესასვლელი და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
საბანკო დავალიანების გამო ოჯახის საცხოვრებელი სახლი, "პროკრედიტ ბანკმა" 2016 წელს აუქციონზე გაყიდა. სახლი 85 ათას დოლარად მეუფე იაკობმა იყიდა და მოგვიანებით, 2022 წელს კერძო პირზე გადაყიდა. სახლის ახალ მეპატრონეს ბეჟანიძეები ორასი ათას დოლარს სთავაზობენ, რასაც ის არ თანხმდება. ბეჟანიძეები ხელისუფლებას სახლის მეპატრონესთან შუამდგომლობას და დახმარებას სთხოვენ.