საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ - საქართველო''

05 ოქტომბერი 2023, 14:10 760 ნახვა

ბელგიაში ოფიციალურად გაიხსნა კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ღონისძიებები ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ჩატარდება „ევროპალია - საქართველოს“ ეგიდით.

ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ბელგიის  მეფე და დედოფალი დაესწრნენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ წარმოდგენილი გამოფენა, რომელიც ევროპაში პირველად იმართება და აერთიანებს 25 მხატვრის  300-ამდე  ექსპონატს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის  მუზეუმებიდან და  კერძო კოლექციებიდან. 

მეორე გამოფენა - ,,საქართველო - შეხვედრების ადგილი“  27 ოქტომბერს გაიხსნება ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმში და აქ ოთხი თვის განმავლობაში გამოიფინება საქართველოს მუზეუმებში დაცული 200-მდე ექსპონატი. 

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი