ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქობულეთში, საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ სახალვაშოს მიმართულებით არის აკრძალული.