ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

03 ოქტომბერი 2023, 14:05 425 ნახვა

უხვი ნალექის გამო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას "ბათუმის წყალი", გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურები - ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმის მერიამ და ბათუმის წყალმა გამოაქვეყნა.

მათივე ინფორმაციით, ღამით მიმდინარეობდა  ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობისთვის იწმინდებოდა ცხაურები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში