უხვი ნალექის გამო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას "ბათუმის წყალი", გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურები - ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები. სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად იწმინდება ცხაურები. სერვისცენტრების მიერ ხორციელდება მდგომარეობის მონიტორინგი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.