ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამა - თურქეთში საქართველოდან 7 ბავშვი მკურნალობს 

02 ოქტომბერი 2023, 12:01 489 ნახვა

ზურაბ აზარაშვილმა, თურქეთში, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მოინახულა, რომლებიც თურქეთში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან. მათ მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე 10 ბავშვი გაემგზავრა. 2-მა შესაბამისი სერვისი უკვე მიიღო და ქვეყანაში დაბრუნდა.

7 პაციენტი თურქეთში მკურნალობას განაგრძობს, ერთი კი ისრაელში,  „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“ მკურნალობს.

პროგრამა 1-ელ აგვისტოს დაიწყო და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის, ისარელისა და თურქეთის სამედიცინო ცენტრებში  სრულად აფინანსებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი