დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში აჭარული დერბი გაიმართება.
ქობულეთის "შუქურა" "დინამო" ბათუმს დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე 14:30 საათზე დაიწყება.
ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში "დინამო" ბათუმი 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო "შუქურას" 8 ქულა აქვს და ბოლო პოზიციას იკავებს.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.