ბათუმის საზაფხულო თეატრში დამწყები და უფროსი თაობის ვოკალისტთა გალა-კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობა 30-მდე საოპერო მომღერალმა მიიღო. ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ოპერის მომღერალი თამარ ივერი.
მოწვეული საერთაშორისო მუსიკის მენტორები ახალგაზრდა შემსრულებლებს აფასებდნენ.