შალვა პაპუაშვილი დუბლინში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

27 სექტემბერი 2023, 18:04 504 ნახვა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ირლანდიაში იმყოფება.პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე.

კონფერენციაზე იგეგმება შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. სამიტში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი სპიკერი ორმხრივი შეხვედრების გამართვას აპირებს უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. ამ ფორმატში შალვა პაპუაშვილის მხრიდან დისკუსიის მთავარი თემა იქნება ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„დუბლინში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტი იმართება, სადაც თემატური საკითხების გარდა, კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობა იქნება. რა თქმა უნდა, ამ ფორმატსაც კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ პარლამენტებს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად. ამავე დროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან საუბარი იქნება იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მისაღები აქვს ევროკავშირს, რათა გამოასწოროს შარშან დაშვებული შედეგი. მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით მათი მხარდაჭერა გვქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში