დროა ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს. მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა, ახლა დროა მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.