პუტინის ომი უკრაინაში

24 სექტემბერი 2023, 11:10 381 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ასევე შეხვდა იმ მოხალისეებს, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით უკრაინას დაეხმარნენ. მადლობის ნიშნად მათ სამახსოვრო მედლები გადასცა.

პარალელურად კი უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გასულ ღამეს ოკუპანტებმა დაბომბეს ნიკოპოლი, რის შედეგადაც დაშავდა 1 ადამიანი. ასევე დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობაც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი ოკუპანტები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას აგრძელებენ და უტევენ არა მხოლოდ ჯარისკაცების პოზიციებს, არამედ დასახლებულ ტერიტორიებსაც.

გასული დღე ღამის განმავლობაში მტერმა 5 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ბახმუტის მიმართულებით კი რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დაკარგული პოზიციის აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ, აცხადებენ გენშტაბში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში