ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

24 სექტემბერი 2023, 11:11 629 ნახვა

ფრინველებზე დაკვირვების 4-დღიანი საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა ქობულეთში. ფესტივალი ღია ცის ქვეშ შედგა, რომელსაც უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები, ეკო ტურისტები, გიდები და აჭარის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალი 2012 წლიდან იმართება, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ წელს ისევ განახლდა.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორებმა გასვლით ტურებშიც მიიღეს მონაწილეობა. ისინი ფრინველებზე დაკვირვების პროცესს ჭოროხის დელტაზე, პალიასტომის ტბასა და სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე დაესწრნენ.

ასევე გაიმართა ბაზიერების შოუ. საღამო მუსიკის თანხლებით შედგა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი