სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი მე-15-ე საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ დასკვნით კონცერტებს მასპინძლობს.
ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები.
გუშინდელი საღამო საფორტეპიანო მუსიკას დაეთმო, დღეს ფესტივალის დასკვნით საღამოზე მოცარტის მუსიკა აჟღერდება.